ჯოზეფ სმიტმა შესაძლოა საკრებულოს წევრობისთვის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

საქართველოში მცხოვრებმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა შესაძლოა საკრებულოს წევრობაზე კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი საკუთარ ფეიბუკგვერდზე აქვეყნებს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის, მისცემს თუ არა ცესკო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას, რადგან იმისათვის, რომ პირი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, რეგისტრაციამდე საქართველოში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს, მას კი ამისთვის დაახლოებით ერთი თვე აკლდება.

ამის მიუხედავად, ჯოზეფ სმიტმა დოკუმენტების შეგროვება უკვე დაიწყო. როგორც ის ამბობს, ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებს:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.