უდუმაშვილი ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს

“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს ცესკოში რეგსტრაციისთვის საჭირო 10 ათასამდე ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას სთავაზობს.

ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა დღეს, 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, სიადანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციების გზით ცდილობს, მის არჩევნებში მონაწილეობას პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონში შეტანილ ცლვილებებში, რომლის მიხედვითაც, ალეკო ვალდებულია ერთი კვირის ვადაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს. მე ვაცხადებ, ჩემი და ჩემი გუნდის მთვარია ამოცანაა, ოტქომბერში დავასრულოთ თბილისში ქართული ოცნება, ამისთვის აუცილებელია ჩავატაროთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ქვეყანაში. შესაბამისად,  ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს ჩემს რესურსს, რომ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩემი შტაბი ხვალიდან დაიწყებს მოხალისეების შეგროვებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს და შეგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია, ამ არჩევნებში ერთად გავისტუმროთ თბილისიდან ქართული ოცნება,”- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

საარჩევნო კომისიის მიერ 21 აგვისტოს მიღებული დადგენილების თანხმად, ელისაშვილს, როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ხელმოწერების შესაგროვებლად, დღეის მდგომარეობით, 1 კვირაზე ნაკლები დრო აქვს დარჩენილი.

“ნეტგაზეთი” ელისაშვილის პრესსპიკერს, ლაშა მესხს დაუკავშირდა, თუმცა მესხმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. “ამ საკითხზე არ ვაკეთებთ კომენტარს”, – განაცხადა მესხმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი