ახალი ამბები

შსს: პუშკინზე საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაზე მიმდინარეობს

17 აგვისტო, 2017 • 1652
შსს: პუშკინზე საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაზე მიმდინარეობს

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პუშკინის ქუჩაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

რამდენიმე ადამიანი პოლიციელებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

დამატებით ინფორმაციას, უწყების თქმით, შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება – ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი