წიგნის საუკეთესო მაღაზიები მსოფლიოში

მკითხველი განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებს წიგნის მაღაზიაში, წიგნის პოვნა თაროზე, შერჩევა და ყიდვა ერთი დიდი სიამოვნებაა უამრავი ადამიანისთვის, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია წიგნის მაღაზიაში დაგვხვდეს კარგი გარემო, სასიამოვნო ინტერიერი და თავაზიანი ადამიანები.

გთავაზობთ  წიგნის ყველაზე  ლამაზ მაღაზიებს მსოფლიოში:

El Ateneo – ბუენოს აირესი

6212344528_cfdb317f63_z

El Ateneo-ს წიგნის მაღაზია  ბუენოს აირესში მდებარეობს, შენობა 1919 წელს არის აგებული, აქ იმართებოდა სპექტაკლები. 1929 წლიდან შენობა გადაკეთდა კინოდარბაზად, ხოლო 2000 წლიდან თეატრის შენობა გადაკეთდა წიგნების მაღაზიად. დღევანდელ წიგნის მაღაზიას დღის განმავლობაში 3 000-მდე ადამიანი სტუმრობს. მაღაზიის ჭერს ამშვენებს არგენტინელი მხატვრის, ნაზარენო ორლანდის ნახატი.

Libreria Acqua Alta – ვენეცია

ფოტო: Justine Kibler

ფოტო: Justine Kibler

ზამთრის პერიოდში ვენეციაში ძალიან ხშირია წყალდიდობები, სანიაღვრე არხებიდან წყალი მთელს ქალაქს ედება და სწორედ ამ დროს სხვა მრავალ ბიზნესთან ერთად Libreria Acqua Alta-ც აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას და არ კეტავს მაღაზიას, მაგრამ მაღაზიის მეპატრონეს უწევს წიგნების ისეთ ადგილებში მოთავსება, სადაც წყალი მათ ვერ დააზიანებს.

წიგნების მაღაზია ვენეციაში 2004 წელს გაიხსნა, მაღაზიის დიზაინი, ინტერიერი და იშვიათი გამოცემები უამრავ ტურისტს იზიდავს.

Librairie Avant-Garde – ნანძინი

ფოტო: PR

ფოტო: PR

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წიგნების მაღაზია Librairie Avant-Garde ჩინეთში, ნანძინში მდებარეობს. წიგნების მაღაზია 2004 წელს გაიხსნა, მაღაზიის მეპატრონე ჩინელი ავანგარდის ჟანრის მწერალია, სწორედ ამიტომ მაღაზია ავანგარდის სტილშია გადაწყვეტილი.

მაღაზია მდებარეობს მიწისქვეშ, საპარკინგე ზონაში, სადაც მეოცე საუკუნეში ბომბს ინახავდნენ. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ წიგნების მაღაზია არის ადამიანებისთვის, ვინც სიბნელეში ხელისცეცებით ეძებენ ბედნიერებას.

Livraria Lello -პორტუგალია

ფოტო: portugalresident.com

ფოტო: portugalresident.com

Livraria Lello-ს მაღაზია პორტუგალიაში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაარსდა, მაღაზია თანამედროვე და გოთიკურ სტილშია გადაწყვეტილი და წლობის განმავლობაში მასპინძლობდა „ჰარი პოტერის“ სერიის ავტორს, ჯოან როულინგს, რომელიც ასწავლიდა პორტუგალიაში ინგლისურს.

ამბობენ რომ ავტორმა ინსპირაცია ჰარი პოტერის სამყაროს შესაქმნელად სწორედ ამ მაღაზიაში მიიღო.

Bart’s Books – კალიფორნია

A595611_006A

ფოტო: bartsbooksojai.com

ბარტის წიგნების მაღაზია 1964 წელს დაარსდა და უნიკალური დიზაინით დღემდე იქცევს უამრავი ადამიანის ყურადღებას. მეპატრონეს წიგნის მაღაზიის გახსნის იდეა ძალიან მარტივად მოუვიდა, მას უამრავი წიგნი დაუგროვდა, რომელიც აღარ ჭირდებოდა და გადაწყვიტა, გარეთ გაეტანა და გაეყიდა, სწორედ  წიგნების მაღაზია ღია ცის ქვეშ მდებარეობს და განთავსებულია წიგნის თაროები, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს წიგნი და დატოვოს ფული იქვე.

ბარტის მაღაზიაში ექსპერიმენტიც ჩატარდა, წიგნის კარადებში დაამონტაჯეს კამერები, რათა გაერკვიათ, რამდენად გულწრფელები იყვნენ ადამიანები და მართლა იხდიდნენ თუ არა საფასურს. წიგნის მაღაზია ჩანს უამრავ სატელევიზიო შოუში, კინოში თუ დოკუმენტურ ფილმში.

Corso Como – მილანი

ფოტო: 10corsocomo.com

ფოტო: 10corsocomo.com

Сorso Como-ს სავაჭრო ცენტის გახსნის იდეა მილანის „ვოგის“ მთავარ რედაქტორს, კარლა სეზანს მოუვიდა 1990 წელს. დღესდღეობის სივრცე აერთიანებს კაფეს, მუსიკალურ, მაღაზიას, ტანსაცმლის მაღაზიას, აქსესუარების მაღაზიას და წიგნების მაღაზიას.

წიგნების მაღაზია საუკეთესო ადგილია მოდის და ხელოვნების მოყვარულთათვის, რადგანაც მაღაზიაში იყიდება წიგნები მხოლოდ მოდაზე, დიზაინზე, კულტურაზე და ხელოვნებაზე.

El Péndulo, მეხიკო

ფოტო: Aquiles Carrattino

ფოტო: Aquiles Carrattino

El Pendulo-ს მაღაზია მექსიკის დედაქალში მდებარეობას, მაღაზიის არაჩვეულრივი ინტერიერი უამრავი ტურისტის ყურადღებას იქცევს, მაღაზია მრავალი წელია არის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი წიგნების მაღაზია მთელს მსოფლიოში.

გარდა ინტერიერისა, მაღაზიაში ხშირად იმართება ლექციები, გამოფენები, მკითხველთა კლუბის შეხვედრები, მუსიკალური საღამოები.

მაღაზიის ოცი წლის იუბილეზე დაიბეჭდა 1.000 დასახელების წიგნი, რომელიც დაშტამპულია და აწერია, „ეს არის უფასო წიგნი, წაიკითხეთ და დააბრუნეთ“. მაღაზიაში არის კაფეც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი