ახალი ამბებიტექნოლოგიები

ბიონიკური თვალი, რობოტები და სხვა გამოგონებები მედიცინაში

8 აგვისტო, 2017 • 8684
ბიონიკური თვალი, რობოტები და სხვა გამოგონებები მედიცინაში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედიცინაც წინ მიიწევს და ყოველწლიურად სიახლეებს სთავაზობს ადამიანებს. უამრავი ფული იხარჯება სიმსივნის, დიაბეტის, შიდსის და სხვა დაავადებების გამოკვლევაზე, არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ეხმარება ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან. გთავზობთ ბოლო წლების  რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო გამოგონებას მედიცინის დარგში.

ბიონიკური თვალი

eye

ფოტო: Extremetech.com

მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი ახალ ბიონიკურ, ხელოვნურ თვალზე, რომელიც ადამიანებს დაეხმარება უკეთ დაინახონ სამყარო. თვალში დამონტაჟებული იქნება კამერა, რომელიც შეაგროვებს ფოტოებს და შეინახავს სპეციალურ ჩიპში, ხოლო ფოტოების შეგროვების შემდეგ  ჩიპი სტიმულაციას გაუკეთებს ბადურის ნერვულ უჯრედებს, რომელიც შემდეგ ფოტოებს გადაუგზავნის ტვინის ბოჭკოვან ნერვს. ახალი გამოგონება ვერ მისცემს ადამიანს საშუალებას სრულყოფილად აღიქვას გარემო, მაგრამ ჯონ ვაიატი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი ამბობს, რომ გამოგონების მიზანია, უსინათლო ადამიანები გადაადგილდებოდნენ ქუჩებში სხვა ადამიანების ან სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლების გარეშე. გამოგონება ელოდება FDA-ს დამოწმებას და მისი დახვეწა დღემდე მიმდინარეობს.

კოლონოსკოპია კაფსულაში

next-big-things-07-af

ფოტო: rd.com

50 წელს გადაცილებული ამერიკელების 40 პროცენტი არ იკეთებს გამოკვლევას მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე, რადგანაც გამოკვლევის პროგრამა მოითხოვს წინასწარ შიმშილობას, ანესთეზიას და ა.შ. ზუსტად ამ პრობლემაზე იფიქრეს მედიკოსებმა და მეცნიერებმა და შექმნეს კაფსულა, რომელშიც დამონტაჟებულია კამერა. წინასწარი განწყობებით, სპეციალური კაფსულა, რომელსაც Pillcam ქვია მეტად გაამარტივებს საქმეს, პაციენტი უბრალოდ  გადაყლაპავს კაფსულას და ექიმს კომპიუტერში გადაეგზავნება ადამიანის ორგანიზმში კამერით გადაღებული მონაცემები. კაფსულა ვერ გამოასწორებს მდგომარეობას, მაგრამ ამარტივებს სიმსივნის და სხვა დაავადების აღმოჩენას. ექიმები ახალ გამოგონებას წლებია უკეთებენ ტესტირებას, პაციენტები ყლაპავენ კაფსულას და ამასთან ერთად უტარდებათ გამოკვლევა ტრადიციული გზებით. ევროპაში კაფსულით დიაგნოზირებას უკვე მიმართავენ, ხოლო ამერიკაში ეს მეთოდი ჯერ კიდევ შემოწმებას გადის. კაფსულაზე მუშაობა 2000-იანი წლებიდან დაიწყო.

შაქრის რაოდენობის დადგენა ორგანიზმში ახალი მეთოდებით

Top-5-Medical-Technology-Innovations_03

ფოტო: asme.org

შაქრის რაოდენობის დასადგენად საჭიროა ორგანიზმიდან სისხლის აღება ნემსის საშუალებით და შემდეგ სისხლზე დაკვირვება. მეცნიერების განვითარებასთან ერთად ეს მეთოდი უფრო იხვეწება, დღესდღეობით ერთი პატარა ჩხვლეტა და ერთი წვეთი სისხლიც საკმარისია სისხლში შაქრის ოდენობის გასარკვევად, მაგრამ მეცნიერები გვპირდებიან, რომ მალე ამის გარკვევა სისხლის გარეშეც შესაძლებელი იქნება. ფილადელფიური კომპანია Echo Therapeutics მუშაობს ტრანსდერმულ ბიოსენსორზე, რომელიც შეისწავლის სისხლს კანის საშუალებით. ტექნოლოგია აღჭურვილია კბილის ჯაგრისის მსგავსი ხელსაწყოთი, რომელიც კანიდან აცლის მცირე რაოდენობის უჯრედებს, რათა გამოიკვლიოს სისხლი. სენსორი სისხლის გამოკვლევის შემდეგ უსადენო ინტერნეტით აგზავნის ინფორმაციას. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იმყოფება რისკის ქვეშ, მოწყობილობა გასცემს სპეციალურ სიგნალს და აკონტროლებს გლუკოზის მიღებასაც საჭიროების შემთხვევაში. მოწყობილობის შეძენა უკვე არის შესაძლებელი.

რობოტები პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ფოტო: prezi.com

ფოტო: prezi.com

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დიდი ქალაქებში ხშირია რიგები მიმღებთან და გადატვირთული საავადმყოფოები, სადაც ხშირად ადამიანური რესურსები საკმარისი აღარ არის. სწორედ ამიტომაც გამოჩდნენ ახალი რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ კონტროლი გაუწიონ ადამიანებს კლინიკებში. რობოტები გააკონტროლებენ პაციენტების პალატებს, უზრუნველყოფენ საათობრივად საკვებისა თუ წამლების მიღებას და დაეხმარებიან ახალმოსულ პაციენტებს იპოვონ საჭირო ექიმი. რობოტის შექმნის იდეა iRobot Corp.-ს და InTouch Health-ის კომპანიებს ეკუთვნით. რობოტის საშუალებით შესაძლებელი იქნება ექიმებმა და ექთნებმა დაზოგონ დრო და ადამიანებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება. რობოტის მართვა შეუძლია ადამიანს, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება და შეუძლია პაციენტის მოვლა. მოწყობილობა მოიცავს ეკრანს, რომლიდანაც პაციენტი იღებს მითითეთებს. FDA-მ ნება დართო გამომგონებლებს რობოტები გადანაწილონ საავადმყოფოებში.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი