ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გამოძახება გვქონდა ღამის 2 საათიდან 3 საათის შუალედში, იყო დაჭრის ფაქტი, პოლიციელი დაჭრილი იყო წინა მხრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. პოლიციელი გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გადაყვანის დროს სტაბილური იყო. დაჭრილი პოლიციელი 30-იდან 35 წლამდეა.

შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციელის დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა ამბობენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსამსახურში  „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com