ახალი ამბები

საფინანსო კომპანია საქართველოს ხელმძღვანელებს პატიმრობა მიუსაჯეს

31 ივლისი, 2017 • 2212
საფინანსო კომპანია საქართველოს ხელმძღვანელებს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საფინანსო კომპანია საქართველოს ხელმძღვანელი პირები თ.ლ.  თ.მ. და მ.ფ დამნაშავედ მიიჩნია.

სასამართლომ მ.ფ-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, აცხადებს პროკურატურა.

ბრალდებულებს, მერაბ ფ-სა და თამარ მ-ს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, ხოლო თამაზ ლ-ს გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში.

სასამართლოს ცნობით, ღია სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულები არ აღიარებდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013-2016 წლებში შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თ.ლ-მ, საზოგადოების დამფუძნებლის – თ.მ-სა და კომპანიის ფაქტობრივი მმართველის – მ.ფ-ს წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაფლანგა 2343 მოქალაქისგან სესხის სახით აღებული ათეულობით მილიონი ლარი.

სამივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.


„საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე 2016 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.

„საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბ ფერაძესა და თამაზ ლობჟანიძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი