ჟანა მორო. 06.03.2006 credit: EPA/KIKO HUESCA

ფრანგი მსახიობი ჟანა მორო გარდაიცვალა

მსახიობი ჟანა მორო დღეს, 31 ივლისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

Le Parisien-ის ცნობით, ჟამა მოროს გარდაცვალება პარიზის მერვე დეპარტამენტის მერმა და მსახიობის აგენტმა დაადასტურეს.

BFMtv-ს ცნობით, გარდაცვლილი მსახიობი თავის სახლში დამლაგებელმა დილის 7:30 წუთზე ნახა.

ჟამა მორო 1928 წლის 23 იანვარს პარიზში დაიბადა. ჟანა მოროს მიღებული აქვს არაერთი პრიზის, მათ შორის კანის კინოფესტივალის პრიზი ფილმისთვის “შვიდი დღე… შვიდი ღამე”.

ფილმისთვის “Viva Maria” მიღებული აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო, ასევე, სეზარის პრიზი და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com