ახალი ამბებიხელოვნება

„შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია

23 მარტი, 2024 • 2510
„შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია

ელენე ნავერიანის ფილმი  „შაშვი შაშვი მაყვალი”  შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია. ფილმმა ჯილდო მიიღო საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო სცენარისა და მონტაჟის კატეგორიებში. 

დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს გაიმართა ციურიხში. 

შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფილმები, რომლებიც შეიქმნა შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით.  სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნით მოხვდა ელენე ნავერიანის ფილმი კონკურსში.

„შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი, ეკა ჩავლეიშვილი კი დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად.ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა პრიზი  „საუკეთესო  შესრულებისთვის”, მსახიობი ასევე ნომინირებული იყო  ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეც. ფილმმა მოიპოვა პრიზები კოტბუსისა და ხიხონის კინოფესტივალებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი