ახალი ამბები

შემოდგომაზე სხვა შედეგები გვექნება რეიტინგების თვალსაზრისით – უდუმაშვილი

27 ივლისი, 2017 • 2070
შემოდგომაზე სხვა შედეგები გვექნება რეიტინგების თვალსაზრისით – უდუმაშვილი

“შემოდგომაზე სრულიად სხვა შედეგები გვექნება რეიტინგების თვალსაზრისით”, – ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ  გამარჯვებას ელოდება, თუმცა ფიქრობს, რომ “მეორე ტური გარდაუვალია”.

“ამ კვლევამ კიდევ ერთელ დაადასტურა, თუ რადმენი გადაუწყევტელი პრობლემაა დაგროვილი, რომელსაც ხელისუფლება ვერ აგვარებს. ხელისუფლების რეიტინგი რეკორდულად ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისელები ითხოვენ ცვლილებებს, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება”, – თქვა უდუმაშვილმა.

ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – NDI-ის გამოკითხვის მიხედვით მთლიანი მოსახლეობიდან ხმების 30%-ს კახა კალაძე მიიღებდა, 19%-ს – ალეკო ელისაშვილი, 18%-ს ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ელენე ხოშტარია – 5%-ს.

Screen Shot 2017-07-27 at 11.13.22 AM

რაც შეეხება ხმების პროცენტულ გადანაწილებას უშუალოდ იმ ადამიანებში, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს, შედეგი ასეთია.

Screen Shot 2017-07-27 at 11.13.31 AM

კვლევის მიხედვით, თბილისში არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭირო. ოპოზიციის კანდიდატებს ერთად აღებულს მმართველის წარმომადგენელზე მეტი რეიტინგი აქვთ.

ცხრილში იასამნისფერად მონიშნულია მეორე არჩევანი. ანუ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ფავორიტი, ჰკითხეს, რომ არა მათი კანდიდატი, მეორე არჩევანის სახით ვის დაუჭერდნენ მხარს.

კვლევა CRRC-იმ ჩაატარა NDI-ის დაკვეთით. მას ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. CRRC კვლევის შესახებ ამ ინფორმაციას ავრცელებს.

Screen Shot 2017-07-27 at 11.19.17 AM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი