ახალი ამბები

მზად ვარ, ვამხილო უსინდისო და სამარცხვინო გადაწყვეტილება – მეუფე პეტრე სასამართლოში

21 ივლისი, 2017 • 3422
მზად ვარ, ვამხილო უსინდისო და სამარცხვინო გადაწყვეტილება – მეუფე პეტრე სასამართლოში

“მზად ვარ, ვამხილო უსინდისო და სამარცხვინო გადაწყვეტილება”, – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასამართლოში დაკითხვამდე გააკეთა.

ჭყონდიდის მიტროპოლოტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელ პროცესზე დაკითხვისას ამხელს იმ “სამარცხვინო გადაწყვეტილებას”, რის გამოც სხდომები დახურულია.

“მზად ვარ, ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რის გამოც სხდომები არის დახურური. პირველად ვიქნები დაკითხული სასამართლოში და მზად ვარ დავადასტურო ის, რასაც ვამბობდი ტელევიზიებით”, – აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს ბრალდებული დეკანოზ მამალაძისთვის კარიერულ წინსვლაში შეეშალა ხელი, მიტროპოლიტი პეტრე ამბობს: “ეს არის ცინიზმი. დანარჩენს გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი