ახალი ამბები

“შეწყდეს ექსტრადიცია” – აქცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად [ფოტო]

12 ივლისი, 2017 • 2714
“შეწყდეს ექსტრადიცია” – აქცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად [ფოტო]

20:00 საათზე მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივით თბილისში, პარლამენტი შენობის წინ, დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველომ არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს.

“ექსტრადიციის პროცესი უნდა შეწყდეს. საქართველომ აღარ უნდა დაუშვას პრეცედენტი, როდესაც უდანაშაულო ადამიანები გადაეცემიან მხარეებს, სადაც მათ ელით არაადამიანური მოპყრობა, უკანონო პატიმრობა და შესაძლოა უარესი რაღაცებიც. არანაკლებ მნიშნელოვანია ის, რომ ჩვენ საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ვისწავლოთ. ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, საიდანაც უდანაშაულო ადამიანებს გადასცემენ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო რეჟიმებს”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოქალაქე ქეთი ქანთარია.

აქცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად თბილისში პარლამენტის შენობასთან, 12.07.17 © ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩაბუქი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, შესაბამისად, მას და მის ოჯახს დღეს სტატუსზე უარი უთხრეს.

გასულ თვეს თბილისში უკვე გაიმართა აქცია ჩაბუქისა და მისი ოჯახისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია პოზოვმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი