ახალი ამბები

“პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს ხელზე ბორკილი” – აქცია მუსტაფა ჩაბუქის მხარდასაჭერად [ფოტო/ვიდეო]

7 ივნისი, 2017 • 3859
“პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს ხელზე ბორკილი” – აქცია მუსტაფა ჩაბუქის მხარდასაჭერად [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი არ გადასცეს თურქეთს, თუნდაც იმიტომ, რომ მას თურქეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მთავარი არგუმენტი, რატომაც არ უნდა მიიღონ ექსტრადირების გადაწყვეტილება, ისაა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს უფლებების დარღვევის შესახებ განსაკუთრებით იმათ მიმართ, ვისაც თურქეთის ხელისუფლება ფეთულა გიულენის მოძრაობას უკავშირებს.

არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ამბობს ღვინიანიძე.

იურისტის განმარტებით, საქართველოს აქვს ეროვნული და საერთაშორისო აქტები, რომლებიც ადგენს ექტრადიციაზე უარის თქმის საფუძვლებს, მათ შორისაა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკი.

ღვინიანიძე ასევე საუბრობს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის აუცილებლობაზე, რაც ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის დამატებითი გარანტია იქნება.

იურისტი ასევე გაეცნო თურქეთის მხარის მიერ საქართველოში წარდგენილ ბრალდებებს. ღვინიანიძეს მიაჩნია, რომ მათში არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქს აქვს კავშირი გიულენის მოძრაობასთან.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი შოთა თუთბერიძე კი სამ გარემოებაზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც საკმარისია ექსტრადირების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად:

[checklist]

  • არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დევნა და ბრალდება დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან
  • სავარაუდო დანაშაული ჩადენილია საქართველოში და თუ დაიწყება ამის თაობაზე გამოძიება, ჩაბუქი არ უნდა გადასცენ თურქეთს
  • ჩაბუქს მოთხოვნილი აქვს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი

[/checklist]

“არის დიდი რისკი, რომ იგი გახდება წამების მსხვერპლი. უფრო მეტიც, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხეც ემუქრებოდეს”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

იურისტის თქმით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ფეთულა გიულენის ორგანიზაციას “ფეტოს” ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. ევროპულ ქვეყნებს ეს არ გაუკეთებიათ და 100-ზე მეტ ქვეყანაში “ფეტო” ლეგალურად ფუნქციონირებს.

თუთბერიძის თქმით, საქართველოს “ფეტო” არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული და ჩაბუქი მართლაც რომ იყოს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული, ეს არ მიიჩნევა არც საქართველოს და არც დასავლური სახელმწიფოების სამართლის ნორმების დარღვევად.

ლინა ღვინიანიძესა და შოთა თუთბერიძეს “ნეტგაზეთი” მთავრობის კანცელარიასთან მუსტაფა ერმე ჩაბუქის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ესაუბრა. აქციის მთავარი მოთხოვნა ექსტრადირებაზე უარის თქმა არის.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ აქციას ასევე შეუერთდნენ დემირელის სახელობის კოლეჯის და მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და მასწავლებლები.

მათ მოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე, რომელთა საერთო გზავნილი იყო ჩაბუქის გათავისუფლება, ექსტრადირებაზე უარის თქმა და სამართლიანობის დაცვა.

აქციაზე იმყოფებოდა სკოლა “სხივის” მასწავლებელი ნელი ნარიმანიძე, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის დაკავებას თურქეთის გავლენას უკავშირებს. ის ამბობს, რომ არ ეგონა, თუ ასე აისახებოდა მათ სკოლებზე თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მით უმეტეს, რომ მათი სკოლები აპოლიტიკურია.

“ექსტრადიციამდე საქმე არ უნდა მივიდეს. ეს არის ისეთი რამ, რაც უკვე აღარ უნდა დავთმოთ. ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია იქ ელოდეს საფრთხე, ეს უნდა გაითვალისწინონ”, – განაცხადა ნელი ნარიმანიძემ.

ჩაბუქის მხარდასაჭერად აქციაზე მისული იყვნენ სტუდენტებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პერფორმანსში. აქციაზე მათ მიიტანეს დაფა და სკამები, მოაწყვეს საკლასო ოთახი, რითიც აჩვენეს, რომ მუსტაფა ჩაბუქი იყო მასწავლებელი, რომლის საქმიანობა საკლასო ოთახით შემოიფარგლებოდა.

“პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს ხელზე ბორკილი და ის თავის საქმიანობას უნდა ეწეოდეს’, – განგვიცხადა პაატა თავართქილაძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომელმა.

მთავრობის კანცელარიის წინ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მოეწყო 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მთავრობის კანცელარიის წინ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერებმა სიმბილურად საკლასო ოთახი მოაწყვეს 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შავი ზღვის უნივერსიტეტისა და დემირელის კერძო კოლეჯის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელებზე ბორკილები დაიდეს და ხელში ცარცი დაიჭირეს. ამ ფორმით მათ სურდათ გამოეხატა საკუთარი პოზიცია, რომ ჩაბუქი არის დაკავებული მასწავლებელი და ის უდანაშაულოა 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საკლასო ოთახის მოწყობით მათ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ჩაბუქის მიმართ, რომელიც მათი განცხადებით, არის განათლების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელობანი წარმომადგენელი საქართველოში 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ჩაბუქის გათავისუფლება და მოუწოდეს სახელმწიფოს არ გადასცეს ის თურქეთს 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ჩაბუქის გათავისუფლება და მოუწოდეს სახელმწიფოს არ გადასცეს ის თურქეთს 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მთავრობის კანცელარიის წინ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მოეწყო 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მთავრობის კანცელარიის წინ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მოეწყო 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შავი ზღვის უნივერსიტეტისა და დემირელის კერძო კოლეჯის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელებზე ბორკილები დაიდეს და ხელში ცარცი დაიჭირეს. ამ ფორმით მათ სურდათ გამოეხატა საკუთარი პოზიცია, რომ ჩაბუქი არის დაკავებული მასწავლებელი და ის უდანაშაულოა 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შავი ზღვის უნივერსიტეტისა და დემირელის კერძო კოლეჯის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელებზე ბორკილები დაიდეს და ხელში ცარცი დაიჭირეს. ამ ფორმით მათ სურდათ გამოეხატა საკუთარი პოზიცია, რომ ჩაბუქი არის დაკავებული მასწავლებელი და ის უდანაშაულოა 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და რამდენიმე წუთით შეჩერდნენ 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ მეფარიშვილი

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოსტერის ნაცვლას, ხელში დაფა დაიჭირა და ასე გააპროტესტა მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მუსტაგა ემრე ჩაბუქის ცოლი და შვილები 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი