ახალი ამბები

G20-ის საწინააღმდეგო აქცია: 200 დაშავებული პოლიციელი და 200 დაკავებული

8 ივლისი, 2017 • 2532
G20-ის საწინააღმდეგო აქცია: 200 დაშავებული პოლიციელი და 200 დაკავებული

Reuters-ის ცნობით, ჰამბურგის პოლიცია დღეს დილით ანტიკაპიტალისტურ მომიტინგეებს დაუპირისპირდა, რომლებიც მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის ჩაშლას ცდილობენ. როგორც გამოცემა იუწყება, პოლიციამ აქცია დაშალა და 200-ზე მეტი პირი დააკავა, თუმცა დაპირისპირებისას დაახლოებით ამავე რაოდენობის პოლიციელი დაშავდა.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში” – ამ ლოზუნგით გამოსული ათასობით ადამიანი 15 ათასზე მეტ მძიმედ შეიარაღებულ პოლიციელს ორი დღეა უპირისპირდება ქვებით, მოლოტოვის კოქტეილებით და ბარიკადებით. პარასკევს ღამით პოლიციამ მანიფესტანტების დასაშლელად სპეცრაზმიც გამოიყენა.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უკვე მეორე დღეა, რაც ანტიგლობალისტების მასობრივი საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებით მიმდინარეობს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური სამიტი, რომელშიც 20 ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს, დღის განმავლობაში დასრულდება.

დაპირისპირება პოლიციასა და ანტი-გლობალისტებს შორის ჰამბურგში. ათასობით პირი გერმანიაში G20 სამიტის წინააღმდეგ გამოვიდა. ფოტო: EPA/LUKAS BARTH

დაპირისპირება პოლიციასა და ანტი-გლობალისტებს შორის ჰამბურგში. ათასობით პირი გერმანიაში G20 სამიტის წინააღმდეგ გამოვიდა. ფოტო: EPA/LUKAS BARTH

მასალების გადაბეჭდვის წესი