ახალი ამბები

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოზე განხილვა გაიმართება

24 აპრილი, 2024 • 470
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოზე განხილვა გაიმართება

დღეს, 24 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართება საქართველოში არსებულ ვითარებაზე განხილვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ მიხაელ როთი რუსულ კანონზე სასაუბროდ შეხვდა გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლევან იზორიას. როგორც ცნობილია, გერმანია რუსული კანონის მიღებას კრიტიკულად აფასებს.

მიხაელ როთის განცხადებით, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი