ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორად ნიკოლოზ სირაძე დაინიშნა

3 ივლისი, 2017 • 2500
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორად ნიკოლოზ სირაძე დაინიშნა

დღეს, 3 ივლისს,  გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი – პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა. დირექტორის თანამდებობას 2015 წლის იანვრიდან დღემდე ზვიად ქაწაშვილი იკავებდა.

შსს-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

შსს-ს განცხადებით, ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი