ახალი ამბები

ივლისში საქართველოში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვა

30 ივნისი, 2017 • 1758
ივლისში საქართველოში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვა

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი ივლისში საქართველოს ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდიდან ავრცელებს:

“შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა! ორი თვის წინ, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით,”- აცხადებს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი