ქეთი მელუა

23 ივლისს “ბლექ სი არენაზე” ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

23 ივლისს შეკვეთილში “ბლექ სი არენაზე” ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. შოუში სახელწოდებით “ზაფხულის დღესასწაული“ მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, (Tim Harries – ბას გიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). კონცერტზე მიწვეულია გორის ქალთა კამერული გუნდი.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება Tkt.ge-ზე. ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება და ზონების მიხედვით იზრდება. VIP ზონაში ბილეთის ფასი 120 ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი