ახალი ამბები

საქართველოში OneRepublic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ

28 მარტი, 2024 • 880
საქართველოში OneRepublic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ

10 მაისს Starring Georgia 2024-ის შეკვეთილის სეზონს გახსნის ამერიკული პოპ-როკის ჯგუფი OneRepublic.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს ასევე ეწვევიან Scorpions (31 მაისს) და Jungle (18 აგვისტოს).

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize-ით მიაღწია. ჯგუფის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შორისაა Lose Myself და Counting Stars.

„თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება“, — წერს „ბლექ სი არენა“.

Black Sea Arena კამპანიას Starring Georgia საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

Scorpions-ის კონცერტი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ 2016 წლის აგვისტოშიც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი