ახალი ამბები

სილქნეტი რამდენიმე წუთით მთელ საქართველოში გაითიშა

21 ივნისი, 2017 • 7255
სილქნეტი რამდენიმე წუთით მთელ საქართველოში გაითიშა

სილქნეტის ინტერნეტი მთელ საქართველოში რამდენიმე წუთით გათიშული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიაში დაგვიდასტურეს.

როგორც სილქნეტის გარე კომუნიკაციების მენეჯერმა განგვიცხადა, მიზეზი ჯერჯერობით კომპანიაშიც არ იციან. მისი თქმით, მოგვიანებით გვაცნობებენ, თუ რამ გამოიწვია დროებითი შეფერხება ქსელში.

ამ ეტაპზე (18:15) სიქლქნეტის ყველა აბონენტს მიეწოდება ინტერნეტი.

UPDATE: სილქნეტმა გვაცნობა, რომ თურქეთის მხარეს იყო შეფერხება, რამაც გამოიწვია ხარვეზი: “ღამის 12 საათამდე ვერ აღადგინა კონტრაქტორმა მომსახურება, მაგას ვერ დაველოდებოდით და სარეზერვო არხებზე გადაირთო ქსელი – 20 წუთამდე გასტანა პროცესმა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი