სილქნეტის აბონენტების პირადი ინფორმაციის შესაძლო გავრცელების საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო.
როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, საკითხს ორი სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლიან: ერთი ეხება მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვას, ხოლო მეორე – ინციდენტის შეტყობინების ვალდებულებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ სილქნეტის აბონენტების პირადი ინფორმაციის სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფიზიკურმა პირმა მათ გუშინ, 18 მარტს მიაწოდა. სწორედ მიმართვის საფუძველზე დაიწყო უწყებამ საკითხის შესწავლა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი სილქნეტსაც დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდება.