ახალი ამბები

პირველადი მოკვლევით, ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში უსაფრთხოება დაცული არ იყო

20 ივნისი, 2017 • 2211
პირველადი მოკვლევით, ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში უსაფრთხოება დაცული არ იყო

პირველადი მოკვლევით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში შრომის უსაფრთხოება დაცული არ იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელზა ჯგერენაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“შეტყობინების მიღებისთანავე შრომის უსაფრთხოების ჯგუფი მივიდა შემთხვევის ადგილზე, ახლაც მიმდინარეობს ვითარების მოკვლევა, იმ მიზეზების დადგენა, რამაც ეს შემთხვევა გამოიწვია. პირველადი მოკვლევიდან იკვეთება გარკვეული დარღვევები, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. დაშავებული მკურნალობას გადის შესაბამის კლინიკაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის,” – განაცხადა ჯგერენაიამ.

მისი ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა:

“როგორც ჩანს, ხარაჩოებიდან გადმოვარდა დასაქმებული. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა გულისხმობს შესაბამის მოაჯირებს, დამცავ ქამრებს და სხვა დეტალებს. არსებითი დარღვევების გამოსავლენად ჩვენი ინსპექტორები ადგილზე მოკლევას აწარმებენ. მუშის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს მკურნალობა და ექიმის მეთვლაყურეობის ქვეშ არის”.

ილია ჭავჭავაის სახელობის ენისა და ლიტერატურის მუზეუმის შენობიდან, სადაც აღდგენით სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს, დღეს, 20 ივნისს, მუშა გადმოვარდა.  თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, რომ დაზარალებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი