შატილში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე კოშკი ჩამოინგრა

შატილში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კოშკის კედელი ჩამოინგრა.

ვაჟა ჭინჭარაულის ინფორმაციით, 23 მაისს, ღამით #6 ადაბტირებული კოშკის დასავლეთის კედელი ჩამოინგრა, რომელმაც ნაწილობრივ სალუდეც დააზიანა.

ჭინჭარაულის ცნობით, მოსალოდნელია სამხრეთის კედლის ნგრევაც. საფრთხე ექმნება მიმდებარე #5 კოშკსაც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მისი მონიტორები ძეგლის მოსანახულებლად დღეს წავიდნენ.

სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ისინი ვიზუალურად დაათვალიერებენ ძეგლს, დააფიქსირებენ ვითარებას და დაადგენენ, რა საჭიროება და რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

ჩამონგრეული კოშკი შატილში. 224.05.2017 ფოტო: ვაჟა ჭინჭარაუი

ჩამონგრეული კოშკი შატილში. 224.05.2017 ფოტო: ვაჟა ჭინჭარაუი

ჩამონგრეული კოშკი შატილში. 224.05.2017 ფოტო: ვაჟა ჭინჭარაუი

ჩამონგრეული კოშკი შატილში. 224.05.2017 ფოტო: ვაჟა ჭინჭარაუი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com