ახალი ამბები

ქუთაისი – ქალაქი სლოგანის გარეშე

15 თებერვალი, 2013 • • 1080
ქუთაისი – ქალაქი სლოგანის გარეშე

დისკუსიის დასაწყისში ჭარხალაშვილმა ქუთაისის ტურიტულ პოტენციალზე,  არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა ქალაქის განვითარების გეგმაზე, რომელიც მის თქმით მზადაა, თუმცა რაღაც დეტალები დახვეწას საჭიროებს:

 

” ქუთაისს ტურისტულ სფეროში მზარდი შესაძლებლობები აქვს. თუმცა ამ კუთხით, აუცილებელია სამომავლო პრიორიტეტების კარგად დაგეგმვა”, – განაცხადა ჭარხალაშვილმა.

 

ვარდოსანიძის თქმით, აუცილებელია ქალაქს სლოგანი ჰქონდეს:

 

“არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოდეს და მაშტაბურად იცნობდნენ, თუ მას არ აქვს სლოგანი. სლოგანი, რომლითაც ქალაქის არსი უნდა გამოიხატებოდეს, ამიტომ მე გირჩევთ თვითმმართველობის წარმომადგენლებს რომ სლოგანზე კონკურსი გამოაცხადოთ.”

 

შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა საჯარო დებატები შეაფასეს:

 

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ აქტივობის, ძალიან მოხარული ვარ რომ ქუთაისში არის მოქალაქეობრივად მოწიფული საზოგადოება და ეს არის ქალაქის შემდგომი განვითარების საწინდარი. სხვა საწინდარი არ არსებობს, აქ მარტო ფინანსები არ წყვეტს, ამ ყველაფერს წყვეტს ადამიანების რესურსი”, – განაცხადა ვლადიმერ ვარდოსანიძემ.

 

 კოტე ჭარხალაშვილის თქმით, მსგავს დისკუსიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

 

 “საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა ყველა იმ საკითხში, რომელიც საზოგადოებას ეხება. დღევანდელი საზოგადოების განვითარების უმთავრესი პირობა არის საზოგადოებრივი აზროვნების ზრდა, მის მენტალობის გაუმჯობესება, იმ დემოკრატიულ საფუძვლებზე დაქვემდებარება, რომლის გარეშე საზოგადოება ალბათ გადაიჩეხება, ამდენად ასეთი დისკუსები სასიცოცხლოდ აუცილებელია.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი