ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფის წევრი: შევალთ საკრებულოში და გამოვყრით “ნაციონალურ მოძრაობას”

15 თებერვალი, 2013 • • 1021
საინიციატივო ჯგუფის წევრი: შევალთ საკრებულოში და გამოვყრით “ნაციონალურ მოძრაობას”

“მოვითხოვთ იმერეთის გუბერნატორისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ მიიღებენ ამ

საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

მოთხოვნებს მხედველობაში, მაშინ ჩვენ ვფიქრობთ დიდი აქციების მოწყობას არა მხოლოდ მერიასთან, არამედ თვით ბატონ ამირან ხვადაგიანს და ბატონ ბალავაძეს სახლების წინ მოვუწყობთ ასეთ აქციებს,”- განაცხადა მანუჩარ სისვაძემ.


საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის გელა ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა უნდა დამთავრდეს:

 

“ლოიალობის დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა უნდა დამთავრდეს. უკვე აქციებს ვიწყებთ არა აქციისათვის, არამედ ვპირდებით ქუთაისის “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ ხალხის ძალით შევალთ და გამოვყრით “ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოდან და იმ კაბინეტებიდან, სადაც ისინი არიან მოკალათებული. ქვეყანას არ ჭირდება საბოტაჟი. “

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა საინიციატო ჯგუფმა ქუთაისის მერიასთან ერთი აქცია უკვე გამართა.  30 იანვარს, ქუთაისის მერიასთან გამართულ აქციაზე ისინი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის გადადგომას მოითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი