ახალი ამბები

კონსტიტუციის პროექტის განხილვა პროტესტის გამო ვერ იწყება

15 მაისი, 2017 • 1942
კონსტიტუციის პროექტის განხილვა პროტესტის გამო ვერ იწყება

თბილისში,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.

“4 მეშახტე” – სკანდირებენ სტუდენტები.  სახალხო განხილვის პროცესი შეყოვნებულია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე მათი ხმის გადაფარვას ვერ ახერხებს.

ირაკლი კობახიძემ დარბაზს თხოვნით მიმართა,  ტყიბულში დაღუპული მეშახტეებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ, თუმცა სიტუაცია ამანაც ვერ განმუხტა:

“ჩვენი ამოცანაა, კონსტიტუციაზე მსჯელობა. ახალგაზრდებო, გთხოვთ, აქ შეკრებილებს მივცეთ საშუალება, გაიგონ, რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში. თქვენ წუთიერი დუმილის დროსაც არ გაჩუმდით, ეს აჩვენებს თქვენს ფსევდოსოლიდარობას,” – მიმართა სტუდენტებს კობახიძემ.

___________________________________________________________________

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები  10 მაისს, დაახლოებით   08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი