ახალი ამბები

ღარიბაშვილი: შსს–მ შეინარჩუნა დაბალი კრიმინოგენული სიტუაცია

4 თებერვალი, 2013 • • 1211
ღარიბაშვილი: შსს–მ შეინარჩუნა დაბალი კრიმინოგენული სიტუაცია

აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა “რადისონ ბლუ ივერიაში” დიპლომატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მინისტრმა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის 2013 წლის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების გარანტი.

 

ჟურნალისტებს სურდათ, რომ მინისტრისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაესვათ და მიეღოთ მისგან პასუხები, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებისგან კითხვების მოსმენაც არ ისურვა და პირადი დაცვის დახმარებით დატოვა “რადისონ ბლუ ივერია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი