ახალი ამბები

ხინჩეგაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა

4 მაისი, 2017 • 3334
ხინჩეგაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა

ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, აჰმეტ ჩაკაევი 10:09 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ეს ქართველი მოჭიდავისთვის უკვე მესამე ევროპული ოქროს მედალია. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი მოუტანა. ამასთან ერთად, ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი