ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად. წყარო: ბლოგი ბურუსი

“ჩემი ვაჟა” – მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს კულტურის პალატა ახალგაზრდებისათვის პროექტს “გაუფრთხილდი ისტორიას” იწყება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპექტაკლების ჩვენება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რამდენიმე კონკურსი და საქველმოქმედო ღონისძიებები. პროექტი ხვალ, 25 აპრილს აიღებს სტარტს.

დეტალების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციზე კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ისაუბრა.

ოქიტაშვილის თქმით, პროექტი 25 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რუსთაველის თეატრის დასის სპექტაკლით “სტუმარი” გაიხსნება. მსახიობები ამავე სპექტაკლს უკვე 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ითამაშებენ. პროექტის ავტორების თქმით, თეატრალურ აფიშას შემდეგი ღონისძიებები დროთა განმავლობაში დაემატება და რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტში სტუდენტებს რუსთაველის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, თუმანიშვილის თეატრისა და პანტომიმის თეატრის დასების სპექტაკლების ნახვის საშუალება ექნებათ. სპექტაკლების შემდეგ კი გაიმართება საჯარო დისკუსიები სტუდენტებსა და თეარტის წარმომადგენლებს შორის.

ოქიტაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს კულტურის სფეროს წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით ყოველთვიურ საჯარო შეხვედრებს ახალგაზრდებთან.

ამავე პროექტის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას ფონდის დახმარებით, სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “ჩემი ვაჟა“ ჩატარდება. ფესტივალს ექნება კონკურსის სახე და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ფონდის თავმჯდომარის, ლელა რაზიკაშვილის თქმით, კონკურსის პირობები ჯერ არ არის დაზუსტებული და ამისათვის სპეციალურ შეხვედრას გამართავენ ჩარგალში, სადაც სტუდენტებთან ერთად განიხილავენ სამომავლო გეგმებს. ასევე, იქ გახდება ცნობილი კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა. შეკრების შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ფეისბუკ გვერდზე განთავსდება. ორგანიზატორები გამარჯვებულ 3 ფილმს ფულად ჯილდოს გადასცემენ და მათი პრემიერა კონკურსის პარტნიორი ტელევიზიის ეთერში შედგება.

“ვაჟა” ამ შემთხვევაში არის პირობითი, მასში იგულისხმება ის ღირებულებები, რასაც ის ავრცელებდა. ვაჟა ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ჩვენ კი არ ვიბრძვით ევროპაში ინტეგრაციისათვის, არამედ ევროპა უკვე იყო ჩვენი მენტალური სივრცე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კამერით გადაიღებთ და როგორი ხარისხის იქნება ფილმი. ჩვენთვის მთავარია, რომ იფიქრონ სტუდენტებმა, ახალგაზრდა თაობამ ვაჟაზე და შემდეგ იფიქროს უკვე იმაზე, ვიზუალური სახით როგორ შეიძლება გადმოსცეს ის მაყურებელს,” – ამბობს რაზიკაშილი.

ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების პოპულარიციისა და ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩატარდება თეატრალური ეტიუდების კონკურსი, მუსიკალური საღამოები და საქველმოქმედო აქციები.

30 აპრილს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და დრამის სახელობის უნივერსიტეტში მოეწყობა ღონისძიება, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება და ღამის 02:00 საათამდე გასტანს. სტუდენტების თქმით, მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში მოაწყობენ გამოფენებს, მუსიკალურ საღამოს.

საქართველოს კულტურის პალარა ახალგაზრდა ხელოვანების დასახმარებლად ღონისძიებების სერიას იწყებს 24.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოს კულტურის პალატა ახალგაზრდებისთვის ღონისძიებების სერიას იწყებს 24.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი