ახალი ამბებირეკლამა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს თემატურ სამხატვრო კონკურსს

20 სექტემბერი, 2023 • 788
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს თემატურ სამხატვრო კონკურსს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანიის სლოგანის თემაზე – „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, უკვე მესამედ აცხადებს თემატურ სამხატვრო კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს 18 წელს ზემოთ; საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას და შექმნილი უნდა იყოს კონკურსის ფარგლებში; ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა; ნახატი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე, ზომა არანაკლებ 45X30 სმ. სასურველია ჰორიზონტალურ (landscape) ფორმატში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ და მეორე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ 2000 და 1500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები, ხოლო Facebook მომხმარებლის რჩეულს 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მოიტანონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში (თბილისი; ბარათაშვილის ქ. №2) 2023 წ. 27 ოქტომბრამდე.

6 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე  აიტვირთება ნამუშევრების ფოტოები. გამარჯვებულები 2023 წლის 14 ნოემბერს გამოვლინდებიან.

6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში, Facebook-ის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ.

გაიცანი ჩვენი კომპანია www.gse.com.ge და ჩაერთე კონკურსში „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“

მასალების გადაბეჭდვის წესი