ახალი ამბები

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა შენობები დააზიანა

23 აპრილი, 2017 • 1972
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა შენობები დააზიანა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი,-მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში.

მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე კი, დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურავა… გვაქვს აქტიური კავშირი „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და ყველა დაზაიანებულ ადგილებზე მათი ბრიგადები მუშაობენ, თავიდანვე გათიშული იყო 9 ათასამდე აბონენტი, თუმცა ამჟამად დარჩენილია 4 ათასი აბონენტი, რომელებსაც დღის ბოლომდე ელექტრომომარაგება აღუდგებათ,” – პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა გუბერნატორმა საგანგებო შტაბის სხდომაზე.

დაზიანებული სახურავი წალენჯიხაში. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. დაზიანებული სახურავი წალენჯიხაში. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი