გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე 94 ოჯახი სტიქიის ზონებიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სააგენტოს თქმით, გეოლოგების 8 ჯგუფი სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შეისწავლის. 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
“6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დღეს, 10 თებერვალს, დამეწყრილ სოფელ ნერგეეთში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩავიდა. მისი თქმით, სახელმწიფო მიიღებს ზომებს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გამოსაყოფად.
7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა.