ახალი ამბები

ნოდარ ხადური: მოსახლეობას შეურაცხყოფას არ მივაყენებთ ვაუჩერებით

25 დეკემბერი, 2012 • • 1137
ნოდარ ხადური: მოსახლეობას შეურაცხყოფას არ მივაყენებთ ვაუჩერებით

“ნაციონალურ მოძრაობას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ 3,5 თეთრით გაეიაფებინა ელექტროენერგია და ეზრუნა მომხმარებელზე.  ადამიანებს ძალიან მძიმედ აწევთ კომუნალური გადასახადები, თბილისში განსაკუთრებით. იმიტომ, რომ სწორედ გიგი უგულავას და თბილისის საკრებულოს უსამართლო გადაწყვეტილებით ნაგვის გადასახადი დენზეა მიბმული.”

 

ნოდარ ხადური მოსახლეობისათვის კომუნალური ვაუჩრების დარიგების საკითხს არ ეთანხმება: “ჩვენ არ ვაპირებთ, მოსახლეობას შეურაცხყოფა მივაყენოთ ვაუჩრებით იმიტომ, რომ ეს არის არასწორი. ჩვენ გავზრდით ხელფასებს, პენსიებს და შევამცირებთ ტარიფებს. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნაცვლად იმისა, რომ ვაუჩერები მივცეთ, ადამიანებს ექნებათ საშუალება, თვითონ გადაიხადონ დენის საფასური. “

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100- ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს.

 

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან.

 

ამასთან, თბილისის მერი მთავრობას კონსულტაციებს სთავაზობს, რათა თბილისის მოდელის მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა მოხდეს.

 

“ჩვენს მთავრობას ანალოგიურად 100- ლარიანი ვაუჩერი რომ გაევრცელებინა საქართველოს დანარჩენ რეგიონებზეც, დამატებით 76 მილიონი ლარი დაჭირდებოდა ცენტრალურ ბიუჯეტს იმისათვის, რომ მიეღო 2- ჯერ მეტი შეღავათი მოსახლეობას ელქტროენერგიაზე. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, თუმცა, შესრულების ფორმა არის მახინჯი მცდელობა წინაასარჩევნო დაპირების, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგოინფრასტრუქტურის ეფექტურ მუშაობას და ჩვენი ოჯახების ენერგოუსაფრთხოებას მომვალში.  ის არის უპასუხისმებლო, არ არის ის, რასაც ჩვენი მოსახლეობა ელოდა. კვლავ არის დრო, მე მზდ ვარ კონსულტაციებისთვის,”- აცხადებს გიგი უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი