ახალი ამბები

სემეკი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს

1 აგვისტო, 2019 • 1463
სემეკი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვას იწყებს.

კომისიის პირველი აგვისტოს სხდომის დღის წესრიგში შესულია ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი.

სემეკის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ტარიფის გადაანგარიშება შემდეგი კომპანიებისთვის დაიწყება: “ყაზტრანსგაზ-თბილისი”, “სოკარ ჯორჯია გაზი”, “საქორგგაზი”, “ენერგოკავშირი”, “ვარკეთილაირი”, “საჩხერეგაზი”, შპს „ტაბა”, შპს „არზუ გაზი”, შპს “თელავგაზი”.

ამჟამად შპს “ყაზტრანსგაზისთვის” სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია,  შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ – 56.940 თეთრი, ხოლო სს “საქორგგაზისთვის” – 57.011 თეთრი.

სემეკის სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი