ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

არა კაშხლებს! – 20 გარემოსდამცველის არგუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

30 მარტი, 2017 • 10148
არა კაშხლებს! – 20 გარემოსდამცველის არგუმენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

რატომ ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან მდინარეებზე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას? რა გამოწვევებთან ბრძოლა უხდებათ სამოქალაქო აქტივისტებს სახელმწიფოსთან და დიდ კორპორაციებთან ურთიერთობისას და რა გავლენას იქონიებს ჰიდრორესურსების არასწორი მართვა კლიმატის ცვლილებაზე – ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბნენ.

28-31 მარტს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “მდინარეები გვაერთიანებს 2017” იმართება. კონფერენციას გარემოსდამცველები 80-მდე ქვეყნიდან ესწრებიან. ღონისძიება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network), მდინარეთა საერთაშორისო ქსელისა (International Rivers Network) და მწვანე ალტერნატივას მხარდაჭერით იმართება. კონფერენცია მსოფლიოს გარშემო მდინარეების დაცვის ქსელის გაფართოებასა და გარემოს დამცველებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

2015 წელს პარიზის შეთახმების ხელმოწერის შემდეგ, გაჩნდა ცნება, რომ ჰიდროენერგეტიკა ე.წ. “კლიმატთან მეგობარული” ენერგიის წყაროა და მას გარემოზე დიდი ზიანის მიყენება არ შეუძლია, რამაც გარემოსდამცვლებისათვის კაშხლებისა და დიდი თუ მცირე ჰესების წინააღმდეგ მუშაობა კიდევ უფრო გაართულა. კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევებიდან ჩანს, რომ ყოველწლიურად წყლის რეზერვუარებიდან აორთქლების შედეგად ატმოსფეროში გამოტყორცნილი სითბური გაზების წილი იზრდება. მდინარეებზე კაშხლების მშენებლობა კი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ხდება.

ნეტგაზეთმა კონფერენციაზე შეკრებილებს მხოლოდ ერთი კითხვით მიმართა – “რატომ არა დიდ კაშხლებს?”

“მწვანე ალტერნატივას” ანგარიშის თანახმად, საქართველოში მდინარეებზე ასაშენებელი 114 კაშხლის პროექტი არსებობს. 2014 წლის შემდეგ კი საქართველოს მთავრობამ ნებართვა 84 მათგანზე გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი