ახალი ამბები

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ვაგზლის მოედანთან რამდენიმე პირი დააკავეს

17 დეკემბერი, 2012 • 1387
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ვაგზლის მოედანთან რამდენიმე პირი დააკავეს

პოლიციის განცხადებით, დაკავებული არიან: 1956 წ. დაბადებული მიმოზა ფ, 1972 წ. დაბადებული ნათია კ, 1958 წ. დაბადებული დოდო მ, 1968 წ. დაბადებული ნათელა ჩ და 1967 წ. დაბადებული მარინე შ, რომლებიც გოგოლის ქუჩაზე  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას.

 

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,  დანაშაული 2 -დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ ამავე ბრალდებით გუშინ, გონიოში, სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი