ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან

3 მარტი, 2017 • 4138
ნიკა გვარამია: ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ არხის კოლექტივს გადასცეს ტელეკომპანია. გვარამიას თქმითვე, კოლექტივი ქიბარ ხალვაშისთვის დარჩენილი თანხის გადახდას უზურუნველყოფს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გამორთავთ ეთერს, თუ გაგვიყვანთ ჩვენ აქედან, კიდევ უფრო მეტი ზიანს მიიღებთ საკუთარ თავზე და ქვეყანა დაზარალდება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები ვართ”,- ეს განცხადება ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ში 3 მარტს, 00:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
<

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება მაინც ძალაშია, ამიტომ ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს, გადასცეს რუსთავი ორი ამავე ტელეკომპანიის მმართველ კოლექტივს. გვარამიას განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს, 2 მარტს “რუსთავი 2″-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წერია:

1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქიბარ  ხალვაშისა და შპს “პანორამის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;

5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;

6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი