ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ითხოვენ

19 ნოემბერი, 2012 • • 1091
ლევან ვარშალომიძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ითხოვენ

 

ბაციკაძემ დღეს ბრიფინგი ლევან ვარშალომიძის სახლის წინ გამართა და განაცხადა, რომ ყოფილმა ჩინოვნიკმა ვერ გააცნობიერა, რომ ახლა ქვეყანაში სხვა რეალობაა.

 

„ლევან ვარშალომიძემ და მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ სხვა რეალობაა დღეს და უკანონო ქმედებები ამ ქვეყანაში არ გავა. მინდა გითხრათ, რომ კანონით, რითაც სახელმწიფო დაცვის სამსახური შეიძლება ადამიანს ემსახურებოდეს, არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხევაში, როდესაც ხარ თანამდებობის პირი ანდა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც გადადგა, ან აღარ არის, გაუვიდა დრო, მაგრამ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამ შემთხვევაში ასეთი რამ ჩვენ არ გაგვიგონია, მაგრამ იმ სიკეთეებით, რაც არსებობდა მისი მოღვაწეობის პერიოდში, ისევ სარგებლობს ლევან ვარშალომიძე და ჩემის აზრით, ყოვლად უკანონოდ. მოვითხოვ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან, მოეხსნას ლევან ვარშალომიძეს დაცვა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა შეჩერდეს,“ – განაცხადა ბაციკაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, აჭარის მთავრობას  და მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშაოლომიძეს  უფლებამოსილება შეუწყდა.

 

აჭარის ავტონომიას ამჟამად არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს, იგი  საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ  აჭარის ავტონომიის რიგით მესამე ხელმძღვანელია. ასლან აბაშიძე აჭარას 13 წელიწადი, ხოლო ლევან ვარშალომიძე 8 წლის განმავლობაში  მართავდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი