“არავითარი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის” – დეპუტატი გახარიაზე

“არავითარი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რაც მე ვიცი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ გააკეთა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ამ ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა პოსტი დატოვოს პრემიერმა გიორგი გახარიამ. თავად გახარიამ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა და თქვა, რომ უნდა დაველოდოთ “ბოლო სერიას”.

გაჩეჩილაძის თქმით, გახარია საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსი და პრემიერია. მის პირობებში კი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, სადაც “ნორმალური შედეგებიც დაიდება”.

ტვ პირველის ეთერში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი არ იცის, თუმცა, მისი ინფორმაციით, მთავრობა არ შეიცვლება. მისი თქმით, არასწორია პარალელების გაკეთება მამუკა ბახტაძის მოულოდნელ გადადგომასთან, რადგან ამის შესახებ თავის დროზე გადაწყვეტილება ბახტაძემ თავად მიიღო და მისი პროგნოზირება ყველასთვის ცუდი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com