ახალი ამბები

თბილისში, პარლამენტის შენობასთან “რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

19 თებერვალი, 2017 • 3215
თბილისში, პარლამენტის შენობასთან “რუსთავი 2-ის” მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ტელეკომპანიის სახეები პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და მათი მხარდამჭერები.

მხარდამჭერებს მიმართა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემაც:

“დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ ვერ გაგვტეხეს შიგნიდან, რუსთავი2 ჩვენი მხრებით მოვიტანეთ და ახლა ის დროა, როცა თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება. მინდა, მოგიწოდოთ, იყოთ მხნედ, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას არა დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის” – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია 19.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქციის პარალელურად, ტელეკომპანიამ ეთერში გადაცემების გაშვება 17 თებერვლის შემდეგ, აღადგინა.  ”რუსთავი 2-ზე” გადაცემების  17 თებერვლის ღამის შემდეგ, ამ დრომდე არ გადიოდა. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა ეს იყო პროტესტის ფორმა, რომელსაც ტელევიზიამ მიმართა.

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია 19.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია 19.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

დღეს, 19 თებერვალს ტელეარხის ეთერსი “კურიერი” გავიდა, რომელიც პირდაპირი ეთერით სწორედ რუსთაველის გამზირიდან დაიწყო.

“„ამ წუთიდან რუსთავი2 ისევ ჩაირთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არხი აღარ უნდა გამოირთოს,“ – ასე მიმართა რუსთავი2-ის გენერალური დირექოტირს პირველმა მოადგილემ  აქციაზე შეკრებილებს.

გადაცემების ნაცვლად ეთერში შავი ფონი და წარწერა გადიოდა: “ვაპროტესტებთ უსამართლობას”,  ასევე მოწოდება აქციაში მონაწილეობისაკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი