ახალი ამბები

მსვლელობა ენმ-ს ორგანიზებით “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად

10 თებერვალი, 2017 • 2745
მსვლელობა ენმ-ს ორგანიზებით “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით მსვლელობა იმართება თბილისში “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.

მსვლელობა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ენმ-ს ორგანიზებით. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მსვლელობა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ენმ-ს ორგანიზებით. 10.02.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ენმ-ს ინფორმაციით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 10-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო “ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს”.

ამჟამად უზენაესი სასამართლოსგან საზოგადოება ელის გადაწყვეტილებას საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, რის შემდეგად საბოლოოდ გაირკვევა, დარჩება თუ არა ძალაში თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით რუსთავი 2-ის წილები გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი