ახალი ამბები

თბილისის მერიასთან შეკრებილების თქმით, დაცვამ ქალი სცემა

25 ოქტომბერი, 2012 • 1132
თბილისის მერიასთან შეკრებილების თქმით, დაცვამ ქალი სცემა

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას უკვე შეხვდა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი კვლავ რჩება მერიის შენობასთან.

 

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მათი თქმით, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა სოციალურად დაუცველთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის პირობებს რამდენიმე კრიტერიუმი დაუმატა, რასაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ.

 

კრიტერიუმების დამატების შესახებ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებმა დღეს შეიტყვეს. მათი თქმით, ოჯახი, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, შესაძლოა, არც არსებობდეს. აქციის მონაწილეები იმასაც ეჭვობენ, რომ  მათთვის განკუთვნილი ბინები უკვე გაიყიდა.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ქაცარავა ეტაპობრივად ხვდება მოქალაქეების ჯგუფს და მათ კიდევ ერთხელ განუმარტავს დადგენილ კრიტერიუმებს, რაც აუცილებელია ბინების მისაღებად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი