ახალი ამბები

კოალიცია: ევროსასამართლოში საქართველოს კანდიდატების ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

30 იანვარი, 2017 • 2074
კოალიცია: ევროსასამართლოში საქართველოს კანდიდატების ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის ჩავარდნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ თანამდებობის იმ პირებს, რომლებსაც შიდა შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევა ევალებიდათ.

საქართველოს მიერ ევროსასამართლოში წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე. ევროსაბჭოს კომიტეტმა საქართველოს დაავალა, რომ მოსამართლეთა ახალი სია წარადგინოს.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს იმ ნაკლოვანებებს, რაც  ახასიათებდა უკვე წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესს და ეს ნაკლოვანებები გამოასწოროს ახალი კომისიის დაკომპლექტებისა და მუშაობის პროცესში.

კანდიდატების შერჩევის პროცესში არასამთავრობოთა კოალიციაც იყო ჩართული, კერძოდ, საქართველოში შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრი იყო საიას თავმჯდომარე ანა ნაცვილიშვილი. მიუხედავად ჩართულებისა, კოალიციამ ეროვნულ დონეზე მოსამარლეთა შერჩევის პროცესი არაგამჭვირვალედ შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი წევრები წინასწარ განსაზღვრულ კანდიდატებს უჭერდნენ მხარს.

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები და რჩევები, რაც დიდი ალბათობით თავიდან ააცილებდა საქართველოს კანდიდატთა სიის ჩავარდნას ევროსაბჭოში,”- აცხადებს კოალიცია.

კოალიციის განცხადებით, ევროსაბჭოს კომიტეტი, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეებს ამტკიცებს, სახელმწიფოების მიერ წარდგენილ სიას არ ამტკიცებს იშვიათ და უკიდურეს შემთხვევებში ძირითადად ორი მიზეზის გამო:

[checklist]

  • ხელისუფლების მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს ღირსეული კანდიდატების შერჩევას.
  •  კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატურების კვალიფიკაცია და სხვა თვისებები ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

[/checklist] .

“საქართველოს შემთხვევაში, ევროპის საბჭომ მიიჩნია, რომ ყველა კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის კრიტერიუმს.  ცხადია,  ამგვარი ნეგატიური პრეცედენტი უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებოდათ შიდა შესარჩევი კონკურსის სათანადოდ ჩატარება და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევა,”- აცხადებს კოალიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი