ახალი ამბები

სიღნაღის #5 უბანთან ‘ოცნების’ და ‘ნაცმოძრაობის’ მაჟორიტარები იმყოფებიან

14 ოქტომბერი, 2012 • 1175
სიღნაღის #5 უბანთან ‘ოცნების’ და ‘ნაცმოძრაობის’ მაჟორიტარები იმყოფებიან

გელა გელაშვილი და ლევან ბეჟაშვილი საარჩევნო უბნის ეზოს გარეთ იმყოფებიან და უბანზე მისულ ამომრჩეველს ადევნებენ თვალყურს.

 

ლევან ბეჟაშვილი #5 საარჩევნო უბანზე არჩევნების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს:

 

“შეფასებას რა აზრი აქვს ახლა, ფაქტია, რომ ბათილად იქნა ცნობილი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა განმეორებითი კენჭისყრა და დღეს უკვე ფაქტის წინაშე ვართ, რომ განმეორებითი კენჭისყრა ხორციელდება. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, ეს შეჯამდება, გამოქვეყნდება და უნდა დავემორჩილოთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, მან ასევე თავი შეიკავა საკუთარი შანსების შეფასებისგან.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტოარობის კანდიდატი გელა გელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ამჯერად მაინც ჩაივლის სამართლიანად:

 

“მსგავსი სიყალბე არ მომხდარა, შეფასებაც კი მიჭირს, ალბათ იცით, რაც გააკეთეს, აიყვანეს თანამშრომლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სიღნაღში და თავიდან შეავსებინეს ოქმები. ვინც ავსებდა, იმათ უთხრეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია და ნუ ჩაგვადენინებ ასეთ რაღაცასო, ამათ უპასუხეს, რომ ხელისუფლებაში არიან და პრობლემები არ შეექმნებოდათ. გააყალბეს არა მარტო ოქმი , გააყალბეს ხელმოწერებიც. როდესაც შედეგი დაითვალა, იქ იყვნენ არასამთავრობოები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, იმათ სხვა ოქმი ეჭირათ და იქ სხვა ოქმი იყო, ამის შეფასებას რაღა აზრი აქვს”, – აცხადებს გელა გელაშვილი დღეს. საკუთარ შანსებზე საუბრისგან ისიც თავს იკავებს.

 

ამ დროისთვის სიღნაღის #5 უბანზე რეგისტრირებული 893 ამომრჩევლიდან 366–მა ხმა უკვე მისცა.

 

ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

 

გელა გელაშვილი
გელა გელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი