ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებულია ოპოზიციის აქტივისტთა დაკითხვაზე დაბარების გამო

30 მარტი, 2013 • • 1670
უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებულია  ოპოზიციის აქტივისტთა დაკითხვაზე დაბარების გამო

“ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო დროს ოპოზიციის აქტივისტთა- განსაკუთრებით ეს შეეხება  შუალედურ არჩევნებს, 3 რეგიონს- მასობრივი დაბარების გამო საგამოძიებო ორგანოებში და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, ეს განსაკუთრებით მტკივნეული პრობლემაა ნაძალადევის რაიონში, სადაც პრაქტიკულად მთელი საარჩევნო შტაბი ფინანსთა სამინისტროში იმყოფება ამჟამადაც დაკითხვებზე”– განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. 

 

ხათუნა გოგორიშვილის თქმით კი, კანდიდატების წარდგენის შემდეგ დაკითხვაზე დაბარება განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ოფიციალურად იქნა გადაგზავნილი სამივე ოლქში საარჩევნო შტაბების შემადგენლობის შესახებ, მაინც არათუ შეჩერდა, პირიქით, ინტენსიური გახდა იმ ადამიანების დაკითხვაზე დაბარება და, შესაბამისად, საარჩევნო პროცესებიდან მოწყვეტა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კანდიდატების ოფიციალური წარდგენა მოხდა”

 

უწყებათაშორისი კომისია შეჯერდა რეკომენდაციებზე, რომლებიც შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

 

1. პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა საგამოძიებო  მოქმედებების ფარგლებში დაკითხვისაგან თავის შეკავება  კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის  მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ან  იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე.

2. კანდიადატთა დაკითხვისაგან თავშეკავების რეჟიმი ასევე  გავრცელდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/უბნის შტაბის  აქტივის წევრებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული  წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პირთა სია საქართველოს  მთავარ პროკურატურას უნდა წარუდგინოს კანდიდატის  პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველა საინიციატივო  ჯგუფმა. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს  გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების  ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას”. 

 

შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 აპრილს ჩატარდება.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სამტრედიის – ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ნაძალადევის – ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. იმის გამო, რომ ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ, დაინიშნა აღნიშნულ ოლქებში შუალედრური არჩევნები.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი