ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ შოთა ხინჩა გაამართლა, ხოლო მირიან მალაყმაძე 250 ლარით დააჯარიმა

20 იანვარი, 2017 • 2181
სასამართლომ შოთა ხინჩა გაამართლა, ხოლო მირიან მალაყმაძე 250 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დაკავებულთა გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც შოთა ხინჩა გამართლდა, ხოლო მირიან მალაყმაძე 250 ლარით დაჯარიმდა.

პოლიციამ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები 10 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა. შსს შოთა ხინჩასა და მირიან მალაყმაძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას (გზის გადაკეტვას) ედავებოდა, ხოლო აქტივისტები მიიჩნევდნენ, რომ პოლიცია აქეთ არღვევდა მათ უფლებებს და ამ ფორმით ცდილობს პროტესტის კრიმინალიზაციას.

თეთრი ხმაურის მოძრაობა კი კვლავ აგრძელებს ბრძოლას ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. აქტივისტები ახალი მოწვევის პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ დაიწყონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლება იყო. აქციის თარიღი სიმბოლური იყო, რადგან 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორის დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი