ახალი ამბები

NDI: 27%-ს პრორუსული საგარეო პოლიტიკა სურს

16 იანვარი, 2017 • 2083
NDI:  27%-ს პრორუსული საგარეო პოლიტიკა სურს

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირთან და ნატოსთან. გამოკითხულთა 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული. ჯამში, ქვეყნის პრორუსული კურსის მომხრეა გამოკითხულთა 27 %.

რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნა პროდასავლური მიმართულებით უნდა განვითარდეს, ასეთია გამოკითხულთა 12%, ხოლო ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ქვეყანა პროდასავლური მიმართულებით უნდა განვითარდეს, თუმცა რუსეთთან უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიეერთობა, მათი რაოდენობა 54%-ია. ჯამში, ქვეყნის პროდასავლურ საგარეო კურსს 66% უჭერს მხარს.

NDI

2016 წელს NDI-ს დაკვეთით დაკვეთით ჩატარებულ მარტისა და ივნისის კვლევებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაკლებულია მათი რაოდენობა, ვინც ქვეყნის ცალსახად პროდასავლურ განვითარებას უჭერს მხარს, მაგალითად, მარტში მათი რაოდენობა 14% იყო, ივნისში – 13 %, ხოლო ნოემბერში 12 %-ია. კველევების მიხედვით მომატებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქვეყნის ცალსახად პრორუსულ განვითარებას უჭერს მხარს. მარტში პრორუსული განვითარების მომხრე 5% იყო, ივნისში -6%, ხოლო ნოემბერში -9%.

რაც შეეხება მათ რაოდენობას, ვინც ქვეყნის პროდასავლურ განვითარებას მიიჩნევს მართებულად, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც მნიშვნელოვანია, მათი რაოდენობა მომატებულია, მარტში 52% თვლიდა ამ მიმართულებას საქართველოსთვის მართებულად, ივნისში- 48%, ხოლო ნოემბერში ეს რიცხვი 54%-მდე გაიზარდა.

ცვლილება უმნიშვნელოა იმ ადამიანების რაოდენობაში, რომლებსაც ქვეყნის განვითარებას სწორად პრორუსული გზით ესახება, თუმცა ნატოსთან და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უნდათ. მარტში ასე 16% მიიჩნევდა, ივნისში- 20%, ხოლო ნოემბერში -18 %.

შეკითხვას, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით – 53% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებით, ხოლო 31% თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, თუ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. 7% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 9 %-მა ამ შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

Untitled

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი