ახალი ამბები

პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გადაიდო

3 იანვარი, 2017 • 2104
პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გადაიდო

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაიდო.

როგორც საპატრიარქოს პრეს-ცენტრში გვითხრეს, ექიმების რჩევით პატრიარქი გადაღლას მოერიდება და დაისვენებს. ჯერ უცნობია, როდის ან რა ფორმით აღინიშნება იუბილე. 4 იანვარს პატრიარქი 84 წლის გახდება.

ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 25 დეკემებერს მისი აღსაყდრების 39–ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვასაც ვერ დაესწრო. 29 დეკემბერს კი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდა, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის წარმომადგენლის, მაია გაგუას თქმით, 7 იანვარს საშობაო მსახურებას სამების ტაძარში თავად ილია მეორე აღავლენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი