ახალი ამბები

აშშ-დან რუსეთის 35 დიპლომატი გააძევეს არჩევნების დროს სავარაუდო კიბერშეტევების საპასუხოდ

29 დეკემბერი, 2016 • 1972
აშშ-დან რუსეთის 35 დიპლომატი გააძევეს არჩევნების დროს სავარაუდო კიბერშეტევების საპასუხოდ

BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის 35 დიპლომატი გააძევეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო კიბერშტევების საპასუხოდ.

სახელმწიფო დეპარატამენტმა დედაქალაქ ვაშინგტონში განთავსებულ საელჩოსა და სან-ფრანცისკოში განთავსებულ საკონსულოში მომუშავე 35 დიპლომატსა და მათ ოჯახებს 72- საათიანი ვადა მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

სანქციებს ასევე მოელიან 9 გაერთიანებისა და პირების, მათ შორის რუსეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თამაშრმლების მიმართ.

აშშ-ის სადამსჯელო პასუხი ასევე გულისხმობს მერილენდსა და ნიუ იორკში ორი რუსული გაერთიანების გაუქმებას, რომელსაც გამოიყენებდნენ ინფორმაციის მოგროვებისთვის.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  განაცხადა, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბრალი დასდო რუსეთს დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის საწინააღმდეგო კიბერშეტევების განხორციელებაში, რასაც რუსეთი არ ეთანხმება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი