ახალი ამბები

აშშ-ში რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს სანქცირებირებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვისთვის

1 ნოემბერი, 2023 • 836
აშშ-ში რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს სანქცირებირებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვისთვის

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამი პირი დააკავა რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის, მათ შორის, ნახევარგამტარების ექსპორტის ბრალდებით. ამ პროდუქციის გამოყენება რუსეთს უკრაინაში ომისთვის შეუძლია.

„როიტერსის“ ცნობით, ბრალდებულები ამ საქმეში არიან სალიმჯონ ნასრიდინოვი, რუსეთისა და ტაჯიკეთის ორმაგი მოქალაქე, ასევე, ცოლ-ქმარი ნიკოლაი გოლცევი და კრისტინა პუზირევა. ისინი რუსეთისა და კანადის ორმაგი მოქალაქეები არიან. ბრალდება გულისხმობს შეთქმულებას სანქციების დარღვევისა და თაღლითობის მიზნით.

გამოძიების ვერსიით, რუსეთში აკრძალული საქონელი ასე შეჰქონდათ: გოლცევი იღებდა შეკვეთებს რუსული კომპანიებისგან, რის შემდეგაც, აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიებით ყიდულობდა საჭირო საქონელს ამერიკელი მწარმოებლებისგან, სხვადასხვა ფსევდონიმის გამოყენებით. შემდგომ საქონელი მიჰქონდათ მესამე ქვეყნებში, იქიდან კი — რუსეთში.

გამოძიების განცხადებით, სამუელმა ორგანიზება გაუწია დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ღიღებულების ორმაგი დანიშნულების პროდუქციის 300 პარტიაზე მეტის გაგზავნას. ნახევარგამტარები, ჩიპები და სხვა ელექტრონული კომპონენტები, რომლებიც მათ გაუგზავნიათ, მოგვიანებით რუსულ ტექნიკაში აღმოაჩინეს.

ნასრიდინოვი 31 ოქტომბერს დააკავეს და მისი სახლიდან ამოიღეს „ათასობით ნახევაგამტარი და სხვა ელექტრონიკა“. გოლცევი და პუზირევა სასტუმროში დააკავეს, სადაც ისინი ნასრიდინოვს უნდა შეხვედროდნენ. მათ თან ჰქონდათ ნაღდი ფული, 20 ათასი დოლარის ოდენობით.

გამოძიება მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ პროდუქციის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მიმოწერაში ნასრიდინოვი გოლცევს ულოცავს „სამშობლოს დამცველის დღეს“, უკანასკნელი კი პასუხობს – „ვიცავთ, როგორც შეგვიძლია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი